საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქ რიადის თავზე ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო
საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქ რიადის თავზე ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო

საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქ რიადის თავზე ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.

დღესვე საუდის არაბეთის დედაქალაქში სამი აფეთქების ხმა გაისმა. იემენელი შიიტი ჰუსიტები საუდის არაბეთს ხშირად ბომბავენ და ამბობენ, რომ ეს არის პასუხი იემენში საუდის არაბეთის საჰაერო დაბომბვებზე.

საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები იემენის ომში 2015 წელს ჩაერთნენ.

არაბული კოალიცია შიიტი ჰუსიტების პოზიციებს ბომბავს, რომლებმაც ქვეყნის პრეზიდენტი გააქციეს. საუდის არაბეთი ჰუსიტების მხარდაჭერაში ირანს ადანაშაულებს.