საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შევთანხმდით, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გავაფართოვოთ, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შევთანხმდით, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გავაფართოვოთ, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში

შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშაოთ და ორმხრივი ურთიერთობები გავაფართოვოთ, განსაკუთრებით კი ეკონომიკის სფეროში, – ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს ვიზიტი არა მარტო პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, არამედ ეს ჩემი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. ეს მართლაც ხაზს უსვამს, თუ რამდენად ღირებულია ჩვენთვის ორმხრივი ურთიერთობები. დისკუსიები და განხილვები რაც ამ დილით გვქონდა ბევრ საკითხს ეხება და ბევრ თემას მოიცავს.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშაოთ და ჩვენი სამუშაო გავაფართოვოთ იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გავაფართოვოთ, განსაკუთრებით კი ეკონომიკის სფეროში. ორივე ქვეყანამ უნდა ვისარგებლოთ არსებული შესაძლებლობებით და მიხარია, რომ ამ თანამშრომლობის ნიშნებს ვხედავ. იზრდება ტურისტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და იმედი გვაქვს კიდევ უფრო გაიზრდება.

ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი ინვესტიცია დავინახოთ ორივე ქვეყნის ბიზნეს წარმომადგენლებისგან. საქართველოში მე ბევრ პოტენციალს ვხედავ და ასევე საუდის არაბეთის ბიზნეს წრეებს შორის.

ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა კარგად გამოვიყენოთ. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის ჩვენ უფრო მეტი შეთანხმება, ვაჭრობა და ინვესტიცია გვექნება“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფისაქართველოსპირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი დავით ზალკალიანის გარდა, შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა.