საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ- თუ ირანი ბირთვულ პოტენციალს მოიპოვებს, ჩვენ იგივეს გავაკეთებთ
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ- თუ ირანი ბირთვულ პოტენციალს მოიპოვებს, ჩვენ იგივეს გავაკეთებთ

საუდის არაბეთი ბირთვული იარაღის შემუშავებას დაიწყებს, თუ თეირანი თავის ბირთვულ პროგრამას განაახლებს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-თან საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდელ ალ-ჯუბეირმა განაცხადა.

„ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ – თუ ირანი ბირთვულ პოტენციალს მოიპოვებს, ყველა ზომას მივმართავთ, რომ იგივე გავაკეთოთ“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აბდელ ალ-ჯუბეირმა დადებითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. მისი თქმით, შეთანხმებას არაერთი ნაკლი აქვს. კერძოდ, მასში არ არის საუბარი ირანის სარაკეტო პროგრამაზე და ტერორიზმის მხარდაჭერაზე.

„მიგვაჩნია, რომ ბირთვული შეთანხმება შეცდომა იყო“, -აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 8 მაისს განაცხადა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმების შესრულებას გააგრძელებენ.