საუდის არაბეთის პროკურატურა ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მოითხოვს
საუდის არაბეთის პროკურატურა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში ბრალდებულების მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას მოითხოვს. საქმე ეხება მხოლოდ 5 პირს იმ 11 ბრალდებულიდან, რომლებსაც The Washington Post-ის ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს.
დანარჩენი ბრალდებულები კი, შარიათის კანონების მიხედვით დაისჯებიან.
საუდის არაბეთის გენერალური პროკურორის განმარტებით, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სულ 21 ეჭვმიტანილია დაკავებული. მათგან მხოლოდ 11-ს აქვს წაყენებული ბრალი.
ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა. ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.