საუდის არაბეთის პრინცი ენერგეტიკისა და სამხედრო სფეროებში შეთანხმებების გასაფორმებლად საბერძნეთს ეწვევა
საუდის არაბეთის პრინცი ენერგეტიკისა და სამხედრო სფეროებში შეთანხმებების გასაფორმებლად საბერძნეთს ეწვევა

საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი 26 ივლისს საბერძნეთს ეწვევა და ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან გამართავს შეხვედრას. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

ბინ სალმანის საბერძნეთში დაგეგმილი ვიზიტი იქნება პირველი ევროკავშირის ქვეყანაში, 2018 წელს, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეთა შორის უნდა გაფორმდეს ორმხრივი ხელშეკრულებები. ბერძნული დიპლომატიური წყაროს ცნობით, გარიგებები შეეხება ენერგეტიკის, სამხედრო და წყალქვეშა მონაცემთა კაბელის საკითხებს.

საბერძნეთსა და საუდის არაბეთს შორის მაისში მოხდა შეთანხმება ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე, მონაცემთა კაბელის გასაყვანად, რომელიც ევროპას აზიასთან დააკავშირებს.