საუდის არაბეთის პრინცესას პარიზის სასტუმროში 800 ათასი ევროს ძვირფასეულობა მოპარეს
საუდის არაბეთის პრინცესას პარიზის სასტუმროში 800 ათასი ევროს ძვირფასეულობა მოპარეს

საუდის არაბეთის პრინცესას პარიზის სასტუმრო Ritz-ის ნომრიდან 800 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოპარეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, აცხადებს, რომ მას ძვირფასეულობა გასული პარასკევს, 7 სექტემბერს მოპარეს. მისი თქმით, ოთახის ნივთები სეიფში არ ინახებოდა. ამასთან, სამართალდამცველებმა ნომრის კარის გატეხის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.

აღნიშნული ფაქტი პარიზის სასტუმრო Ritz-ში მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე მეორე გახმაურებული ძარცვაა. იანვარში ხუთი მამაკაცი სასტუმროს სავაჭრო გელერეაში შეიჭრა, ჩაამსხვრიეს რამდენიმე ვიტრინა და საიუველირო ნივთები წაიღეს.

სამართალდამცველებმა სამი მძარცველი სასატუმროშივე დააკავეს, ორმა კი, ადგილიდან მიმალვა შეძლო, თუმცა ძვირფასეულობით სავსე ჩანთა გზაზე დაუვარდათ.