საუდის არაბეთის მონარქი საერთაშორისო საზოგადოებას ირანის ქმედებების გამო პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს
საუდის არაბეთის მონარქი საერთაშორისო საზოგადოებას ირანის ქმედებების, კერძოდ ტერორიზმის მხარდაჭერის გამო, პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მეფე სალმან ბინ აბდელ აზიზ ალ საუდიმ არაბულ სახელმწიფოთა სამიტზე განაცხადა.
„ირანი მხარს უჭერს ტერორიზმს ოთხი ათეული წლის განმავლობაში. მისი გავლენის გაფართოებისა და ჰეგემონიის მიზნით, საერთაშორისო შეთანხმებების უგულებელყოფით, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემუქრება. ირანის რეჟიმი რეგიონის შიდა საქმეებში ერევა და საერთაშორისო სახომალდო გადაზიდვებს ემუქრება“, – აცხადებს საუდის არაბეთის მეფე.
მონარქი ასევე აღნიშნავს, რომ ომანის ყურეში ნავთობტანკერებზე ცოტა ხნის წინ მომხდარი თავდასხმა ასევე სერიოზულ ქმედებებს მოითხოვს. ისევე, როგორც საყურადღებოა ირანის ბალისტიკური რაკეტები, რაც საფრთხეს წარმოადგენს რეგიონისთვის.
სპარსეთის ყურის ქვეყნების საგანგებო სამიტი საუდის არაბეთის მეფის ინიციატივით იმართება.