საუდის არაბეთის მმართველი კოალიციის ცნობით, საუდის არაბეთი ქვეყნის მიმართულებით გაშვებულ დრონებსა და რაკეტებს უმკლავდება
საუდის არაბეთი ქვეყნის მიმართულებით გაშვებულ დრონებსა და რაკეტებს უმკლავდება, – ამის შესახებ საუდის არაბეთის კოალიციური მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
საუდის არაბეთის მაუწყებლის Al Ekhbariya-ს ინფორმაციით, „ჰუსიტებმა“ ქვეყანაზე მორიგი თავდასხმა მოაწყვეს.
კოალიციის ერთობლივი განცხადებით, თავდასხმებს მათი მხრიდან სერიოზული რეაგირება მოჰყვება.
ამასთან, საუდის არაბეთმა დაადასტურა, რომ ერ-რიადის აეროპორტში დღეს ფრენები არ შესრულდება. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აეროპორტის მუშაობის აღდგენა მომდინარეობს.
„ეს კეთდება აეროპორტის ობიექტების უსაფრთხოებისა და მისი ოპერატიული მზადყოფნის დასადასტურებლად საჭირო პროცედურების დასასრულებლად, შესაბამის ორგანოებთან კოორდინაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის მიმართულებით იერიშები რამდენჯერმე განახორციელეს.