საუდის არაბეთის მეფე - აშშ-ი საუდის არაბეთში სამხედრო კონტინგენტს განათავსებს
საუდის არაბეთის მეფე - აშშ-ი საუდის არაბეთში სამხედრო კონტინგენტს განათავსებს

აშშ-ი საუდის არაბეთში სამხედრო კონტინგენტს განათავსებს. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის მედია მეფე სალმანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, აღნიშული გადაწყვეტილება სპარსეთის ყურის რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე მიიღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტიგენტმა კი, რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის უნდა იზრუნოს. თავის მხრივ, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სამხედრო კონტინგენტის განთავსების მიზანი რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დაცვაა.

როგორც ცნობილია, საუბარია 500 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც ერ-რიადის აღმოსავლეთში არსებულ ბაზაზე განლაგდებიან. „სიენენის“ ცნობით, ამერიკელი სამხედროები პრინც სულთანის სახელობის სამხედრო საჰაერო ბაზაზე იქნებიან, რომელიც ერ-რიადთან არსებულ უდაბნოში მდებარეობს.

საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტი 1991-2003 წლებში, სპარსეთის ყურის ომის ფარგლებში იმყოფებოდა. მაშინ ამერიკელები პრინც ლუსთანის სამხედრო საჰაერო ბაზას ერაყის წინააღმდეგ წარმოებული საჰაერო ოპერაციებისთვის იყენებდნენ.