საუდის არაბეთის მედია ყატარში სავარაუდო სამხედრო გადატრიალებაზე ავრცელებს ინფორმაციას
საუდის არაბეთის მედია ყატარში სავარაუდო სამხედრო გადატრიალებაზე ავრცელებს ინფორმაციას

საუდის არაბეთის მედიასაშუალებები ყატარში სავარაუდო სამხედრო გადატრიალებაზე ავრცელებენ ინფორმაციას. გამოცემა „საუდი 24“-ის ცნობით, დოჰაში მასშტაბური სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. გამოცემა წერს, რომ სავარაუდო გადატრიალების უკან ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰამად ბინ ჯასიმი დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყატარის ემირმა, ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ, ჰამად ბინ ჯასიმის კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. ამის მიზეზი რამდენიმე დღის წინ დოჰაში საავადმყოფოს ჩამონგრევა გახდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყატარის ცაში სამხედრო თვითმფრინავებიც გამოჩნდა. სოციალურ ქსელებში სავარაუდო სამხედრო გადატრიალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მედიაში ასევე დაიწერა, რომ ყატარელი დიპლომატები ინფორმაციას ყალბ ახალ ამბავს უწოდებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო გადატრიალების უკან შესაძლოა, საუდის არაბეთი დგას.

დატოვე კომენტარი