საუდის არაბეთის კოალიცია საწვავის საჰაერო შევსების ოპერაციას აშშ-ის გარეშე ჩაატარებს
საუდის არაბეთის კოალიცია საწვავის საჰაერო შევსების ოპერაციას აშშ-ის გარეშე ჩაატარებს

საუდის არაბეთის კოალიცია საწვავის საჰაერო შევსების ოპერაციას ამიერიდან დამოუკიდებლად, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, ჩაატარებს.

აღნიშნული ინიციატივით კოალიციის სათავეში მყოფი ერ-რიადი გამოვიდა. მოგვიანებით კი იემენის სამოქალაქო ომში ჩართული კოალიციის შეთავაზებას პენტაგონმა მხარი დაუჭირა.

„ამერიკის ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ, საუდის არაბეთის სამეფომ გადაწყვიტა, რომ იემენის კონფლიქტში ჩართული სამხედრო თვითმფრინავების საწვავის საჰაერო შევსების ოპერაციები დამოუკიდებლად აწარმოოს. ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის, ჯეიმს მეტისის წერილობით განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, Washington Post-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთის კოალიციისთვის აღნიშნული ოპერაციების შეწყვეტას აპირებდა.

გამოცემის ინფორმაციით, დემოკრატიულმა და რესპუბლიკურმა პარტიებმა აღნიშნული გადაწყვეტილება იემენის კონფლიქტში საუდის არაბეთის ქმედებების საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ მიიღეს.