საუდის არაბეთის კლუბები საზაფხულო ტრანსფერებისთვის 2.4 მილიარდ ევროს მიიღებენ #1TVSPORT
საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბები იმედოვნებენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას 5-6 ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებენ, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა.
მისი ინფორმაციით, ახალი ფეხბურთელების ტრანსფერებისთვის გამოყოფილი იქნება დაახლოებით 2.4 მილიარდი ევრო. ეს თანხები მოხმარდება მოთამაშეების შეძენას, აგენტების მომსახურების ანაზღაურებასა და ფეხბურთელთა ხელფასებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულში ფონდმა Public Investment Fund-მა (PIF), რომელსაც ეკუთვნის ინგლისური „ნიუკასლ იუნაიტედი“, გამოაცხადა საუდის არაბეთის ოთხი ტოპკლუბის შეძენის შესახებ. ესენია: „ალ-იტიჰადი“, „ალ-აჰლი“, „ალ-ნასრი“ და „ალ-ჰილალი“.
თითოეულ ამ კლუბში PIF-ის წილი 75 პროცენტს შეადგენს.