საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის მიერ იემენში ავიაიერიშს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

10:17, 23.09.2019

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის მიერ იემენში განხორციელებულ ავიაიერიშს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ავიაიერიშის შედეგად გარდაცვლილთაგან ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრია. დაკარგულია ამავე ოჯახიდან კიდევ ორი მცირეწლოვანი. ინფორმაციას ჰუსიტების წარმომადგენელი ავრცელებს.

ავიაიერიში ომრანის პროვინციაში ერთ-ერთ მეჩეთზე განხორციელდა.

მსგავსი