საუდის არაბეთის დედაქალაქიდან „ფლაინასი“ ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს
საუდის არაბეთის დედაქალაქიდან „ფლაინასი“ ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაინასი“ (Flynas), რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

რეგულარული რეისები 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება. ფრენები Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Flynas-ს რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 11 მარტს მიენიჭა. ახალი მიმართულების გარდა, საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე, რეისებს დამამი-თბილისი-დამამი, ჯედა-თბილისი-ჯედა და რიადი-თბილისი-რიადის საჰაერო ხაზებზე შეასრულებს.

დატოვე კომენტარი