საუდის არაბეთის ბირთვული მარეგულირებელი ორგანო – ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნებში რადიაციის ნიშნები არ დაფიქსირებულა

08:00, 22.06.2025

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნებში რადიაციის ნიშნები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ საუდის არაბეთის ბირთვული მარეგულირებელი და რადიოლოგიური ორგანოს განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო თავდასხმის შედეგად სამეფოსა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების გარემოზე რადიაქტიური ზემოქმედება არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.

მსგავსი