საუდის არაბეთიდან კანადის ელჩს აძევებენ
საუდის არაბეთიდან კანადის ელჩს აძევებენ

საუდის არაბეთი კანადის ელჩს აძევებს. ამის მიზეზი კანადის ხელისუფლების განცხადება გახდა, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ. საპასუხოდ ერ-რიადში კანადის ელჩი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს და დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცეს. პარალელურად, კანადიდან გამოიწვიეს საუდის არაბეთის ელჩი და შეწყდა ყველა ერთობლივი საინვესტიციო პროექტი.

„კანადამ უნდა გაიაზროს, რომ ვერ იქნება ჩვენზე შეწუხებული საუდის არაბეთის მოქალაქეების ბედით“, – ნათქვამია ერ-რიადის განცხადებაში.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საუდის არაბეთში ქალების უფლებები დამცველთა დაპატიმრების გამო დაიძაბა. ოტავამ მათი გათავისუფლება მოითხოვა. დაკავებულთა შორის არიან ციხეში მყოფი ბლოგერის, რაიფ ბადავის დები. ბადავის მეუღლე კანადაში ცხოვრობს.