საუდის არაბეთიდან გაქცეული დები ამბობენ, რომ საქართველოში არიან და დახმარებას ითხოვენ
საუდის არაბეთიდან გაქცეული დები გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოსგან დაცვას ითხოვენ. როგორც დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერენ, ამჟამად ისინი საქართველოში იმყოფებიან.
მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები „ტვიტერში“ ვიდეომიმართვასა და თავიანთი პასპორტების ფოტოებსაც აქვეყნებენ.
„ჩვენ საუდელი დები ვართ, ჩემი სახელია მაჰა და ჩემი დის – ვაფა. ჩვენ საფრთხეში ვართ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცვას ჩვენს უფლებებს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. საუდის არაბეთის მთავრობამ გააუქმა ჩვენი პასპორტები. ჩვენ ახლა საქართველოში ვართ“, – წერენ დები.
როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შექმნილ ანგარიშში ისინი აღნიშნავენ, საქართველოში დების საძებნად მათი მამა და ძმები ჩამოვიდნენ.
„მამაჩემი და ძმები ჩამოვიდნენ საქართველოში და ისინი ჩვენ გვეძებენ. ჩვენ ოჯახის მხრიდან ჩაგვრას გავექეცით, რადგან საუდის არაბეთში კანონი ზედმეტად სუსტია ჩვენს დასაცავად. გვჭირდება გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვა იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში წაგვიყვანონ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ გადარჩენაში“, – წერენ საუდის არაბეთიდან გაქცეული დები.
#SaudSistersRescue
we are two Saudi sisters who fled from Saudi Arabia seeking asylum. Yet, the family and the Saudi government have suspended our passports and now we are trapped in Georgia country. We need your help please.— georgia sisters (@GeorgiaSisters) 16 April 2019
We are Saudi sisters, my name is Maha and my sister Wafa. We are in danger. We need your support to deliver our voice. We want protection. We want a country to welcomes us and protects our rights. Please help us. Saudi government has canceled our passports. We are now in Georgia pic.twitter.com/aWdGtB8sE2
— georgia sisters (@GeorgiaSisters) April 17, 2019