საუდის არაბეთიდან ბათუმში ფრენები სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება

11:39, 04.09.2019

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე განაგრძობს.

ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარულ რეისებს 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე ასრულებდა, ხოლო განახლებული განრიგის შესაბამისად, ფრენები რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ავიარეისები დღეიდან, კვირაში სამი სიხშირით – ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „ფლაინასს“ (Flynas) საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 3 სექტემბერს მიენიჭა.

მსგავსი