საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოგის შესახებ აშშ-ის რეზოლუციას აკრიტიკებს
საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოგის შესახებ აშშ-ის რეზოლუციას აკრიტიკებს

საუდის არაბეთი აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას აკრიტიკებს, რომელშიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანს ეკისრება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საუბარია, რომ სამეფო უარყოფს აშშ-ის პოზიციას და მას დაუსაბუთებელ ბრალდებებზე დაფუძნებულად აფასებს. ოფიციალური ერ-რიადი აღნიშნულ რეზოლუციას, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს, რაც მათივე შეფასებით, სამეფოს რეგიონალურ და საერთაშორისო როლს აკნინებს.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ჟურნალისტი შენობაში წამებით მოკლეს, მისი ცხედარი კი გადამალეს.