სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ცხედრების საქმეზე ჩრდილოეთ ირლანდიაში, ორ სახლში ჩხრეკა ჩატარდა 
სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ცხედრების საქმეზე ჩრდილოეთ ირლანდიაში, ორ სახლში ჩხრეკა ჩატარდა 

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ცხედრების საქმეზე ჩრდილოეთ ირლანდიაში, ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთში, ესექსში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი გუშინ აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა შორის ერთი მოზარდია.

სატვირთო მანქანა ინდუსტრიულ ზონაში იდგა. სამართალდამცველები გამოძიებას მკვლელობის მუხლით აწარმოებენ.  დაკავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი, 25 წლის მამაკაცი ჩრდილოეთ ირლანდიიდან.

პოლიციის ცნობით, მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა.

ამასთან, დიდ ბრიტანეთში ბულგარეთის საელჩოს ინფორმაციით, 39 ცხედრის აღმოჩენის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ბულგარეთი დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ითანამშრომლებს. ასევე,  ინტერპოლის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იურგენ შტოკმა გუშინ განაცხადა, რომ ინტერპოლი მზად არის, დიდ ბრიტანეთს საქმის გამოძიებაში დაეხმაროს.