სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა ფოთში აქცია გამართეს
სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა ფოთში აქცია გამართეს

ფოთში სხვადასხვა ქალაქებიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთისას სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში განმეორებით, თავისივე ფინანსური სახსრებით უნდა გამოცხადდნენ საკარანტინო ზონაში განმეორებითი ტესტის გასაკეთებლად.

მძღოლების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მათ არ უწევთ საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება, ევალებათ 14 დღით საკარანტინო სივრცეში დარჩენა. ეს კი, მათი თქმით, დამატებით პრობლემას უქმნით.

მძღოლები აღნიშნული რეგულაციის შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

როგორც ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ განაცხადა, საკითხი გადაიჭრება ისე, რომ ყველა მხარის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.

„ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების საკითხი. მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ დასმული საკითხები შესაბამისი სტრუქტურების მიერ უმოკლეს ვადაში იქნება განხილული. საკითხი გადაიჭრება ისე, რომ ყველა მხარის ინტერესი იქნას გათვალისწინებული”, – განაცხადა ქალაქ ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.