სატრანსფერო მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება - ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაისთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
სატრანსფერო მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება - ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაისთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

ვიქტორ ოსიმენი თურქული „გალათასარაის“ სრულფასოვანი წევრი გახდება, – ინფორმაციას ჟურნალისტი იაგიზ საბუნჩუოღლუ ავრცელებს.

როგორც საბუნჩუოღლუ წერს, „გალათასარაი“ ფეხბურთელს გრადიოზულ დახვედრას მოუწყობს 2 აგვისტოს, „ლაციოსთან“ ამხანაგური მატჩის წინ. ნიგერიელ თავდამსხმელთან კლუბი ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

სტამბულური გრანდი „ნაპოლის“ 75 მილიონ ევროს გადაუხდის. იტალიური გამოცემა Il Mattino იუწყება, რომ ოსიმენმა თურქული კლუბისგან ზუსტად ის პირობები მიიღო, რასაც ადრე საუდის არაბეთის ლიგის წარმომადგენელი სთავაზობდა – წლიური ანაზღაურება, დაახლოებით, 15 მილიონი ევრო იქნება, რომელიც ბონუსებით გაიზრდება, რაც გოლებსა და საგოლე გადაცემებზე იქნება დამოკიდებული.

26 წლის ვიქტორ ოსიმენმა „გალათასარაიში“ გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა. თურქეთის ერთ-ერთი ისტორიული გუნდის რიგებში მან 41 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.