სატრანსფერო გარიგებები და ჭორები – 7 აგვისტო
ინგლისი
* კრისტიან ერიქსენი მზად არის “მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადების მისაღებად. დანიელისთვის ბრძოლაში მადრიდის “ატლეტიკოც” ჩაება, თუმცა ესპანელთა წინადადების შესახებ არაფერია ცნობილი.
* “ტოტენჰემმა” ყურადღება მიაქცია “ბეტისის” შემტევ ნახევარმცველს ჯოვანი ლო სელსოს. ლონდონელები მზად არიან არგენტინელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ. მან კრისტიან ერიქსენი უნდა შეცვალოს.
* “მანჩესტერ იუნაიტედი” აპირებს 88 მილიონი ევრო გადაუხადოს “ბილბაოს” ინიაკი უილიამსის სანაცვლოდ.
* “არსენალმა” მეორე წინადადებით მიმართა “ლაიპციგს” დაიო უპამეკანოს თაობაზე. ლონდონელები 20 წლის ცენტრალურ მცველში 70 მილიონ ევროს იხდიან. პირველ შემთხვევაში გერმანულმა კლუბმა 60 მილიონი იუარა.
* “არსენალი” ახლოს არის “იუვენტუსიდან” ცენტრალური მცველის დანიელე რუგანის შეძენასთან. იტალიელისთვის “მეთოფეები” 45 მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა, ჯერ ერთწლიანი იჯარა გაფორმდება.
* “ლივერპულის” ახალგაზრდა და ნიჭიერი ნახევარმცველი ჰარი უილსონი ერთწლიანი იჯარით “ბორნმუთში” გადავიდა. იურგენ კლოპის გუნდი ამისთვის 2.7 მილიონ ევროს მიიღებს. შარშან, უილსონი იჯარით “დერბიში” თამაშობდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
* ოფიციალურად! “ნოტინგემმა” “არსენალიდან” შეიძინა კარლ ჯენკინსონი. მცველთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
* “ტოტენჰემმა” ყველას გაუსწრო პაულო დიბალასთვის ბრძოლაში. ლონდონელები აპირებენ “იუვენტუსისთვის” 70 მილიონის გადახდას.
* ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ “ტვიტერზე” წერს “მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან ფერნანდო ლორენტეს მიმართ ინტერესზე. კლუბს ესპანელი მას შემდეგ მოუნდა, რაც რომელუ ლუკაკუმ, მოულოდნელად, “ანდერლეხტთან” ერთად დაიწყო ვარჯიში, ხოლო პაულო დიბალას ტრანსფერი, სავარაუდოდ, ჩაიშალა.
* ოფიციალურად! “მანჩესტერ სიტიმ” წარადგინა კორეელი ფორვარდი გიმ-მინ ლი. 25 წლის ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს და მე-17 ნომერი მისცეს. როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი კორეული ბაზრის დაპყრობას ემსახურება.
* ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გეორგე პუშკაში “ინტერიდან” 8.7 მილიონ ევროდ გადავა ჩემპიონშიფში მოთამაშე “რედინგში”.
* “რედინგმა” პუშკაშის შემდეგ, “შეფილდ იუნაიტედიდან” შეიძინა ფორვარდი ლუკაშ ჟოაო (7.6 მილიონი ევრო, ოთხი წელი), მეკარე რაფაელი (სამი წელი) და “მონაკოდან” იჯარით აიყვანა პელე.
* “ევერტონმა” “არსენალს” 33 მილიონი ევრო შესთავაზა ალექს ივობიში. ლონდონელებმა უარი თქვეს ნიგერიელის გაყიდვაზე.
* ჰარი მაგუაირის გაყიდვის შემდეგ, “ლესტერი” 22 მილიონ ევროდ შეიძენს “სამპდორიას” 25 წლის ნახევარმცველს დენის პრატს. (Mirror)
* “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ყოფილი ფორვარდი დენი უელბეკი “უოტფორდს” შეუერთდება თავისუფალი აგენტის სტატუსით. 28 წლის თავდამსხმელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება (Sky Sports)
* “ბაზელის” 22 წლის ფორვარდი ალბიან აიეტი “ვესტ ჰემის” ფეხბურთელი გახდება. გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება. (Mirror)
* “ბარნლი” მოელაპარაკა “ჩელსის” დენი დრინკუოტერის იჯარაზე. მისი ხილვა თავის შემადგენლობაში არ ისურვა ფრენკ ლემპარდმა. (Sky Sports)
* “მანჩესტერ იუნაიტედმა” უარყო “ევერტონის” წინადადება მცველ კრის სმოლინგის ერთწლიან იჯარაზე. როგორც ამბობენ, ოლე-გუნარ სულშერი სმოლინგს ხედავს მაგუაირის პარტნიორად დაცვის ცენტრში.
* დავიდ ლუიშმა უარი განაცხადა “ჩელსიში” ვარჯიშზე, რადგან “არსენალში” გადასვლა სურს.
იტალია
* რომელუ ლუკაკუ მაინც გადავა სერია A-ში. ბელგიული დღეს ჩავა მილანში “ინტერთან” გარიგების გასაფორმებლად. გარიგების ღირებულება 65 მილიონი ევრო იქნება.
* “მილანმა” გამოაცხადა “ფლამენგოდან” ლეო დუარტეს ტრანსფერის შესახებ. გარიგების თანხა 11 მილიონი ევროა, კონტრაქტის ხანგრძლივობა – 5 წელი.
* “ატალანტა” ახლოს არის მარტინ შკრტელის გაფორმებასთან, რათა ჩემპიონთა ლიგის წინ გააძლიეროს ცენტრალური მცველის პოზიცია. სლოვაკი “ფენერბაჰჩესთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.
* “ფიორენტინამ” ოფიციალურად გამოაცხადა კევინ-პრინს ბოატენგის ტრანსფერის შესახებ. 32 წლის განელი ნახევარმცველის კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.
* “ჯენოაში” სამედიცინო შემოწმება გაიარა ლასე შიონმა და გენუური კლუბი მალე წარადგენს “აიაქსის” მორიგ დანაკარგს. 33 წლის დანიელში 1.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
* ოფიციალურად! იარომირ ჟრმჰალი “სლავიადან” “ბრეშიაში” გადავიდა 3.75 მილიონ ევროდ.
სხვა
* “ლაიპციგთან” ამხანაგური მატჩისთვის “რეალის” განაცხადში ვერ მოხვდნენ გარეტ ბეილი და ხამეს როდრიგესი.
* “მონპელიემ” “გენტიდან” მარჯვენა მცველი არნო სუკე შეიძინა. ფრანგულმა კლუბმა ბელგიურს სამი მილიონი ევრო გადაუხადა, კონტრაქტი კი ოთხ წელზე გაუფორმა.
* ჟურნალისტმა ნიკოლა სკილამ გამოაცხადა, რომ პაულო დიბალას არ სურს პრემიერლიგაში გადასვლა და განიხილავს “პარი სენ-ჟერმენისა” და “ინტერის” წინადადებას. “იუვენტუსი” მზად არის 70 მილიონ ევროდ შეელიოს არგენტინელს.
* “რომას” ფორვარდი პატრიკ შიკი, შესაძლოა, დატოვებს ამ ზაფხულს რომს. 23 წლის ჩეხს “დორტმუნდი” წაიყვანს.
* “აიაქსმა” არ მოისურვა კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვა და კონტრაქტი გააგრძელა დავიდ ნერეშთან – 2023 წლის ზაფხულამდე.
* ოფიციალურად! “ბეშიქთაშმა” “ვილიარეალიდან” გადაიბირა მცველი ვიქტორ რუისი. კონტრაქტი სამი წლით გაფორმდა.
* ჯანლუკა დი მარციოს “ტვიტერზე” წერია, რომ “რომას” მცველი რიკ კარსდორპი ერთწლიანი იჯარით დაბრუნდება “ფეიენოორდში”.
* “დი სი იუნაიტედი” დაინტერესებულია მესუთ იოზილის ტრანსფერით. 30 წლის გერმანელის შეძენა იანვარში სურთ, როცა MLS-ში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.
* მექსიკის ნაკრების მეკარემ გილერმო ოჩოამ ვერ იპოვნა სამუშაო ევროპაში და იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო – ის ერთ მილიონ ევროდ შეიძინა “ამერიკამ”. ოჩოას ბოლო კლუბი ბელგიური “სტანდარდი” იყო.
* ბოიან კრკიჩი “მონრეალ იმპექტის” ფეხბურთელი გახდა.