სატრანსფერო გარიგებები და ჭორები – 6 აგვისტო
ინგლისი
* ლორან კოშელნიმ ოფიციალურად დატოვა “არსენალი”. 33 წლის ფრანგი “ბორდოში” გადავიდა 5 მილიონ ევროდ.
* “მანჩესტერ იუნაიტედი” აპირებს კრისტიან ერიქსენის გაფორმებას.
* მცველი გონსალო კარდოსო “ვესტ ჰემის” ფეხბურთელი გახდა. 18 წლის პორტუგალიელი “ბოავიშტაში” თამაშობდა. მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
* 20 წლის აზერბაიჯანელმა ფორვარდმა რენატ დადაშოვმა კონტრაქტი გააფორმა “ვულვერჰემპტონთან”. “მგლებმა” ის მაშინვე პორტუგალიურ “ფერეირაში” გაუშვეს იჯარით.
* “ტოტენჰემი” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს “ბარსელონასთან” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით.
* რომელუ ლუკაკუმ ბოიკოტი გამოუცხადა “მანჩესტერ იუნაიტედს” და ახლა, მშობლიურ “ანდერლეხტში” ვარჯიშობს.
* “ტოტენჰემი” მზად არის 50 მილიონი გადაიხადოს ბრუნო ფერნანდეშში. “სპორტინგს” მინიმუმ 70 მილიონის მიღება სურს.
* “არსენალი” აღარ აპირებს ფილიპე კოუტინიოს გადაბირებას. ლონდონური კლუბის პრიორიტეტი ცენტრალური მცველის შეძენაა.
* “მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესებულია დავიდ ნერეშით “აიაქსიდან”. ამსტერდამელები ბრაზილიელში 70 მილიონ ევროს ითხოვენ.
ესპანეთი
* კოლუმბიელმა ჟურნალისტმა ხოსე ლუის ვერგარამ საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა, რომ “რეალმა” ხელშეკრულება გააფორმა ფაბინიოსთან. “ლივერპულის” ყოფილი საყრდენი მადრიდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.
იტალია
* “ინტერი” მიუახლოვდა “რომადან” ედინ ჯეკოს შეძენას. ბოსნიელი აგენტი მილანური კლუბის ოფისთან შენიშნეს.
* ოფიციალურად! სერბეთის ნაკრების ნახევარმცველი დარკო ლაზოვიჩი “ვერონაში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ადრე ის “ჯენოაში” თამაშობდა.
* ჟოაო კანსელო ჩავიდა მანჩესტერში და მალე კონტრაქტს გააფორმებს “სიტისთან”. ასევე დანილო გაფრინდა ტურინში. ასე რომ, “სიტისა” და “იუვენტუსს” შორის მცველების გაცვლა მალე შედგება.
გერმანია
* “ბაიერნმა”, შესაძლოა, იჯარით აიყვანოს გარეტ ბეილი “რეალიდან”.
* “ბაიერნი” აკვირდება “არსენალის” პერსპექტიულ ნახევარმცველს ჯო უილოკს.
* ოფიციალურად! “ლივერპულმა” იჯარით გაუშვა ნიგერიელი ფორვარდი ტაივო ავონი. 2019-20 წლების სეზონს ის “მაინცში” გაატარებს. შარშან, ბელგიის ჩემპიონატში ავონიმ 14 გოლი გაიტანა.
* ოფიციალურად! “რენის” მეკარე ტომაშ კუბეკი ბუნდესლიგაში გადავიდა. მან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანულ “აუგსბურგთან”.
* კევინ ტრაპი გერმანიაში დაბრუნდება. ის დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას “აინტრახტში”. გერმანელები პსჟ-დან მეკარეს 7 მილიონ ევროდ გამოსიყიდიან.
* ოფიციალურად! ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი სებასტიან ბორნო “ანდერლეხტიდან” “კიოლნში” გადავიდა. მან 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. გარიგების თანხაა – 7 მილიონი ევრო.
საფრანგეთი
* “პარი სენ-ჟერმენმა” 60 მილიონი შესთავაზა “იუვენტუსს” პაულო დიბალაში. არგენტინელი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ “იუვენტუსს” მისი გაყიდვა უნდა, ამიტომაც შეიძლება დათანხმდეს ტრანსფერს. ოღონდ, პარიზელები დიბალას იმ შემთხვევაში აიყვანენ, თუ გუნდიდან ნეიმარი წავა.
* “ინტერის” გარდა, ედინ ჯეკო “მონაკოსაც” აინტერესებს, საიდანაც იანვარში ჩინეთში გადასვლას აპირებს რადამელ ფალკაო.
* “ტოტენჰემის” მცველს სერჟ ორიეს საფრანგეთში დაბრუნება სურს. ერთ-ერთი გუნდი, ვინც მას ასეთ პერსპექტივას სთავაზობს, “პარი სენ-ჟერმენია”.
* პერუს ნაკრების მცველმა მიგელ ტრაუკომ “სენტ ეტიენთან” კონტრაქტი გააფორმა. ის საფრანგეთში “ფლამენგოდან” გადავიდა და ახალ კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
* “მონაკომ” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა “მონპელიეს” მარჯვენა მცველთან რუბენ აგილართან.
სხვა
* მომდევნო კვირას მესუთ იოზილის წარმომადგენლები აშშ-ში ჩაფრინდებიან “დისი იუნაიტედის” მენეჯერთან შესახვედრად.
* დრის მერტენსი ზამთარში “ნიუ იორკ სიტიში” გადავა. ბელგიელი ამ გუნდსა და დევიდ ბექჰემის “ინტერ მაიამის” შორის ირჩევდა.
* “ვერდერისა” და “შალკეს” ყოფილი ფორვარდი ფრანკო დი სანტო “რაიო ვალეკანოდან” “ატლეტიკო მინეიროში” გადავიდა. არგენტინელთან 2020 წლის ბოლომდე გაფორმდა კონტრაქტი.
* არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ლუკას რომერო “კრუზეიროდან” “ინდეპენდიენტეში” 4.6 მილიონ დოლარად გადავიდა.