სატრანსფერო გარიგებები და ჭორები – 30 ივლისი
ინგლისი
* ნიკოლა პეპე უკვე ჩავიდა ლონდონში, რათა „არსენალისთვის“ გაიაროს სამედიცინო შემოწმება. ტრანსფერის თანხა 80 მილიონი ევროა, კონტრაქტის ხანგრძლივობა – ხუთი წელი.
* ოფიციალურად! პატრიკ კუტრონე უკვე „ვულვერჰემპტონის“ მოთამაშეა. კონტრაქტი ოთხწლიანია, ტრანსფერის თანხამ ოთხი მილიონი ევრო შეადგინა.
* ოფიციალურად! „ნოტინგემმა“ ერთი სეზონით აიყვანა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონი რაფა მირა. ფეხბურთელი „ვულვერჰემპტონმა“ დათმო.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ისევ მიმართა „ლესტერს“ ჰარი მაგუაირის გადაბირების თაობაზე. მაგრამ „ლესტერი“ უარს ამბობს 80 მილიონზე და ცენტრალური მცველის გაყიდვაზე.
ესპანეთი
* ესპანური პრესა წერს, რომ „რეალმა“ მოილაპარაკა პოლ პოგბას ტრანსფერზე. „მანჩესტერ იუნაიტედი“ დათანხმდა 165 მილიონი ევროს მიღებას, ფრანგი კი წელიწადში 12 მილიონ ევროს.
* ოფიციალურად! შინჯი ოკაზაკიმ თავისუფალი აგენტის სტატუსით კონტრაქტი გააფორმა „მალაგასთან“. 33 წლის იაპონელი ინგლისის ჩემპიონი იყო „ლესტერის“ რიგებში.
* ოფიციალურად! „ვალიადოლიდმა“ „რეალის“ ცენტრალური მცველი ხავი სანჩესი გადაიბირა. ახალგაზრდა ფეხბურთელის შემთხვევაში, ერთწლიანი იჯარა გაფორმდა.
* „ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ მოახერხებს ამ ზაფხულს მეოთხე შენაძენის გაკეთებას. ეს იქნება არა ნეიმარი, არამედ „ბეტისის“ მარცხენა მცველი ხუნიორ ფირპო. ამის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება, მაგრამ კლუბები ტრანსფერის თანხაზე ვერ თანხმდებიან – „ბარსელონა“ 25 მილიონს იხდის, გამოსასყიდი თანხა კი 40 მილიონია.
იტალია
* „იუვენტუსმა“ შესაძლოა პაულო დიბალა „მანჩესტერ იუნაიტედს“ რომელუ ლუკაკუში გაუცვალოს, თან 20 მილიონი ევროც დაამატოს. დიბალას აგენტი ინგლისში, კერძოდ, მანჩესტერში ჩავიდა. ის „იუნაიტედთან“ არგენტინელის პირადი კონტრაქტის პირობებს განიხილავს და ითხოვს თავისი კლიენტისთვის 9 მილიონ ევროს.
* ცნობილმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაარკვია კევინ-პრინც ბოატენგის ახალი სამუშაო ადგილი – ეს არის „ფიორენტინა“.
* ბოატენგის გზას შეიძლება დაადგეს 21 წლის მცველი პოლ ლიროლა. ფლორენციელები მზად არიან მასში 15 მილიონი ევრო გადაიხადონ.
* „მილანი“ ვერაფრით ახერხებს „ატლეტიკოდან“ ანხელ კორეას გადაბირებას, მიუხედავად იმისა, რომ მზადაა 57 მილიონი ევრო გადაიხადოს 24 წლის არგენტინელში.
* „რომას“ კვლავ სურს „იუვენტუსიდან“ ფორვარდ გონსალო იგუაინის გამოსყიდვა. ტურინელებს დიდად არ სჭირდებათ არგენტინელი, ამიტომაც ტრანსფერი 36 მილიონად სავსებით შესაძლებელია.
გერმანია
* ოფიციალურად! „ჰოფენჰაიმმა“ 10 მილიონი ევრო გადაიხადა „კოპენჰაგენის“ ფორვარდ რობერტ სკოვში. შარშან მან 34 მატჩში 29 გოლი გაიტანა. თავდამსხმელმა 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი და 29-ე ნომერი აიღო.
* ოფიციალურად! ნადიმ ამირიმ „ჰოფენჰაიმი“ „ლევერკუზენით“ შეცვალა. „ბაიერს“ ეს ფეხბურთელი 11 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ნახევარმცველთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
საფრანგეთი
* ოფიციალურად1 „პარი სენ-ჟერმენმა“ „ევერტონიდან“ შეიძინა იდრის გეიე. 29 წლის ნახევარმცველი პარიზელებს 36.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. სენეგალელთან 2023 წლის ზაფხულამდეა კონტრაქტი.
* „არსენალის“ ცენტრალური მცველი შკოდრან მუსტაფი შესაძლოა „მონაკოს“ ფეხბურთელი გახდეს. დასახელდა ტრანსფერის სავარაუდო თანხა – 30 მილიონი ევრო.
* „პარი სენ-ჟერმენმა“ 180 მილიონ ევრომდე ჩამოიყვანა ნეიმარის ღირებულება და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება ბრაზილიელის რომელიღაც ფეხბურთელში გაცვლას.
* ოფიციალურად! „შტუტგარტის“ 24 წლის კონგოელი მცველი ჩადრაკ აკოლო „ამიენში“ გადავიდა. ფრანგულ კლუბს ეს ტრანსფერი 3.5 მილიონი ევრო დაუჯდა. კონტრაქტი ოთხი წელი იქნება ძალაში.
* „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელი თომას ტუხელი შეეცდება კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებას. გერმანელ სპეციალისტს სურს „აუგსბურგიდან“ თანამემამულე ფილიპ მაქსის გადაბირება – მცველის გამოსყიდვა 20 მილიონად არის შესაძლებელი.
* ყატარის „ალ სადისა“ და ალჟირის ნაკრების ფორვარდი ბაღდად ბუნეჯა „მონაკოს“ ინტერესთა სფეროში მოექცა. წინასწარი მონაცემებით, ტრანსფერის თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონზე „ალ სადის“ რიგებში ალჟირელმა 22 მატჩში 39 გოლი გაიტანა.
სხვა
* ოფიციალურად! „აიაქსი“ აგრძელებს შემადგენლობის გაძლიერებას ახალი სეზონის წინ. მათ „ფრაიბურგიდან“ გადაიბირეს ალექს მენდესი. 18 წლის ამერიკელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
* გამოცხადდა „ფენერბაჰჩეს“ ინტერესის შესახებ ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგის მიმართ. თურქებმა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდისთვის 15 მილიონი ევრო მოამზადეს.
* თურქი ტალანტის, ემრე მორის აგენტმა ერიკ ალონსომ „ტვიტერის“ (TWITTER) საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისი კლიენტი „გალათასარაიში“ გააგრძელებს კარიერას. ამ მომენტისთვის ფეხბურთელი „სელტას“ ეკუთვნის და მისი ღირებულება 2 მილიონი ევროა.
* „ზენიტის“ არგენტინელი ნახევარმცველი მატიას კრანევიტერი „გალათასარაის“ ყურადღების ცენტრში მოექცა. ფეხბურთელი ამგვარი ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის.