სატრანსფერო გარიგებები და ჭორები – 25 ივლისი
ინგლისი
* ოფიციალურად! მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი დანი სებალიოსი „არსენალში“ ითამაშებს. მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ერთწლიან იჯარაზე, თუმცა ლონდონელებმა ვერ მოიპოვეს ესპანელის გამოსყიდვის უფლება.
* ოფიციალურად! „სენტ ეტიენის“ ცენტრალური მცველი ვილიამ სალიბა „არსენალის“ ახალწვეული გახდა. ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ სეზონს ის „სენტ ეტიენში“ იჯარით ითამაშებს და გაისად შეუერთდება „არსენალს“. უნაი ემერის გუნდს ეს ტრანსფერი 29 მილიონი ევრო დაუჯდა.
* ოფიციალურად! დუგლას ლუიში, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნოდა, მაგრამ იჯარით რამდენიმე კლუბში ითამაშა, „ასტონ ვილაში“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 16.8 მილიონი ევრო შეადგინა. ლუიში „სიტიში“ 2017 წელს 12 მილიონ ევროდ გადავიდა „ვასკო და გამადან“, მაგრამ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია ინგლისის ჩემპიონის რიგებში.
* ოფიციალურად! „სუონსის“ ფორვარდი ჯორდან აიუ „კრისტალ პალასში“ დაბრუნდა. განელ ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. შარშან, განელმა ამ გუნდში იჯარის წესით ითამაშა.
გერმანია
* ოფიციალურად! „ევერტონის“ ნახევარმცველი ადემოლა ლუკმანი „ლაიპციგში“ გადავიდა. 21 წლის ნახევარმცველმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის თანხამ 23 მილიონი ევრო შეადგინა. ლუკმანი უკვე თამაშობდა „ლაიპციგში“ – იჯარის წესით 2017-2018 წლების სეზონის მეორე ნახევარში.
* ოფიციალურად! „შტუტგარტმა“ ჰოლანდიაში გაუშვა მცველი ტიმო ბაუმგარტლი. „ეინდჰოვენმა“ 23 წლის ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადა.
იტალია
* „მილანი“ ახლოს არის „ვულვერჰემპტონში“ ფორვარდ პატრიკ კუტრონეს გაყიდვასთან. ინგლისელებმა ფეხბურთელში 18 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.
* „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა თავისი გუნდის ინტერესი „ლილის“ ლიდერ ნიკოლა პეპეს მიმართ.
* სამ იტალიურ გუნდს სურს „სევილიადან“ ვისამ ბენ იედერის შეძენა. ესენი არიან – „რომა“, „მილანი“ და „ნაპოლი“.
* „სამპდორია“ ჩაერთო რაჯა ნაინგოლანისთვის ბრძოლაში, მაგრამ ბელგიელი უფრო მეტად „კალიარიში“ დაბრუნებისკენ იხრება.
* დღეს უნდა გაიმართოს შეხვედრა „ნაპოლის“ წარმომადგენლებსა და აგენტ ჟორჟე მენდეშს შორის – მოლაპარაკების საგანია ხამეს როდრიგესის გადასვლა იტალიურ კლუბში.
* „კალიარი“ მზად არის 18 მილიონი ევრო გადაუხადოს „ბოკა ხუნიორსს“ ურუგვაელ ნაიტან ნანდესში.
სხვა
* ოფიციალურად! „ბოკა ხუნიორსმა“ ოფიციალურად დაადასტურა თავის რიგებში „რომას“ ლეგენდის, დანიელე დე როსის გადასვლა.
* ევერ ბანეგამ შესაძლოა ისევ დატოვოს „სევილია“. არგენტინელ ნახევარმცველზე პრეტენზიას აცხადებს „გალათასარაი“. ასევე დაინტერესებას იჩენს „ბოკა ხუნიორსი“ და რამდენიმე არაბული კლუბი.