სატელევიზიო პრემიერა საქართველოს პირველ არხზე - რეზო გაბრიაძის ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ დღეს, 22:00 საათზე

დღეს 22:00 საათზე საქართველოს პირველ არხზე რეზო გაბრიაძის ფილმის – „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ სატელევიზიო პრემიერა გაიმართება.

ანიმაციური ფილმის, რომელიც რეზო გაბრიაძის ბავშვობის მოგონებების მიხედვით შეიქმნა, მთხრობელი და ილუსტრაციის მხატვარი თავად რეზო გაბრიაძეა; რეჟისორი ლევან გაბრიაძე.

ანიმაციურ ფილმს მაყურებელი ქართულ ენაზე პირველად იხილავს.