სათამაშოების „წვიმა“ „შენგელია არენაზე“ - ქუთაისელმა გულშემატკივრებმა სოციალურად დაუცველ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს [ვიდეო] #1TVSPORT
სათამაშოების „წვიმა“ „შენგელია არენაზე“ - ქუთაისელმა გულშემატკივრებმა სოციალურად დაუცველ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს [ვიდეო] #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა კლუბმა, „ჯუნგლებმა“ „თელავთან“ ეროვნული ლიგის მატჩის მსვლელობისას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოციალურად დაუცველ ბავშვებს ორიგინალურად მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„ასობით სათამაშო „ჯუნგლების“ ტრიბუნიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. გულშემატკივრის მიერ მოედანზე ნასროლი სათამაშოები მიგვაქვს ბავშვებთან, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ და აკლიათ“, – წერია კლუბის  ცნობაში.

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ეს ფორმა ფეხბურთში ესპანური კლუბის, „ბეტისის“ ფანებმა მოიგონეს და ლამაზ საშობაო ტრადიციად დაამკვიდრეს – ყოველწლიურად, საახალწლო პერიოდის მოახლოების პარალელურად, სევილიელი ქომაგები, სტადიონზე სათამაშოებს მოედნისკენ ისვრიან, რითიც მონაწილეობას საქველმოქმედო საქმიანობაში იღებენ.

ეს შემდეგ ბევრ ქვეყანაშიც ტრადიციად იქცა. საქველმოქმედო სანახაობა თამაშის დროს მიმდინარეობს – ტრიბუნებიდან მოედნის მიმართულებით სათამაშოებს ისვრიან. სათამაშოებს შესვენების დროს აგროვებენ და შემდეგ მიუსაფარი და სოციალურად დაუცველ ბავშვების გადასცემენ.