სასწრაფო პედიატრიაში აცხადებენ, რომ კლინიკაში ბავშვის განთავსებაზე პრობლემა არ შექმნიათ
სასწრაფო პედიატრიაში აცხადებენ, რომ კლინიკაში ბავშვის განთავსებაზე პრობლემა არ შექმნიათ

სასწრაფო პედიატრის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის ეკა ყიფიანის განცხადებით, თბილისში სასწრაფოს გამოძახების შემთხვევები დღე-ღამის განმავლობაში 250-დან 300-მდე შემცირდა.

მისივე თქმით, გამოძახების დროს ძირითადი ჩივილი არის ტემპერატურა.

„დაახლოებით 15-20% შემცირდა მომართვიანობა. თუ გასულ კვირას იყო დღე-ღამეში დაახლოებით 400-მდე გამოძახება, ახლა უკვე 250-300-მდეა. გამოძახებების კლებას ხელი შეუწყო არდადეგებმაც. ძირითადი ჩივილი გახლავთ ტემპერატურა, რაც არის წამყვანი ამ დროს და ზოგადად ბავშვებში რესპირაციული სისტემა, სასუნთქი სისტემის დაავადებების ყოველთვის მომართვიანობის ყველაზე აქტიური მაჩვენებელი უფრო არის ექვს წლამდე ბავშვებში. გადაყვანის რაოდენობებიც შედარებით შემცირებულია, რადგან დროულად ხდება მომართვა. ჯერ პრობლემა სასწრაფო პედიატრს ბავშვის განთავსებისთვის კლინიკაში არ შექმნია, თუმცა იქაც საკმაოდ სიჭარბეა პაციენტების“, – განაცხადა ეკა ყიფიანმა.