სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ
სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ

სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აქამდე ექიმების ჯგუფში ტესტირებებს შორის შუალედი ორი კვირა იყო.

„მივიღეთ გადაწყვეტილება სასწრაფო დახმარების ექიმებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში, როგორც გამოვლენის პერიოდში, ასევე ვიდრე დადგინდება დიაგნოზი, ტესტირება, რომელიც დღემდე იყო ორ კვირაში ერთხელ ექიმების ჯგუფში, შევამციროთ ეს დრო და ყოველ 72 საათში მოხდეს სასწრაფო, გადაუდებელი ექიმების ტესტირება. მიგვაჩნია, რომ ეს დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე შესაძლო ინფექციის გავრცელებაში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.