დავით გარეჯში აქცია დასრულდა

დავით გარეჯში აქცია „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია“ დასრულდა. აქციაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები და მრევლი, ასევე სამოქალაქო აქტივისტები.

აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ტაძრები მოილოცეს. მათ დავით გარეჯის ტერიტორია უკვე დატოვეს.

ამასთან, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან იყვნენ მობილიზებული დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთობლივად ახორციელებდნენ მონიტორინგს. მათ შორის ქართველი მესაზღვრეების მონაწილეობით დაიგეგმა და განხორციელდა აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების გადაადგილების უსაფრთხო რეჟიმი.

სამლოცველოებთან მისასვლელი ბილიკები თავისუფალი იყო და მოქალაქეებს გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ ჰქონიათ.