სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ საკარანტინო სივრცე დაიხურა

23:46, 18.05.2020

სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ საკარანტინო სივრცე დაიხურა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში საკარანტინო სივრცეები რჩება სამ სასტუმროში – „პრომეთე“, „სპა ლეგენდსი“ წყალტუბოში და საირმის სასტუმროში.

ამ დროისთვის რეგიონში კარანტინში 197 პირი იმყოფება.

მსგავსი