„ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის დელეგატების რეგისტრაცია მიმდინარეობს
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობამდე დელეგატების რეგისტრაცია მიმდინარეობს. სულ 34 დელეგატია წარმოდგენილი.
რეგისტარცია 13:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება კენჭისყრის პროცესი.
პრეზიდენტის პოსტისთვის ორი კანდიდატი შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული იბრძოლებენ.
ფოტოგრაფი: თამუნა კულუმბეგაშვილი