სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ
სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება, სასტუმროს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და შესაბამისი თხოვნით ხელისუფლებას მიმართეს.

„მეორე თვეა უხელფასო შვებულებაში ვართ. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია აქ დასაქმებული 500-მდე ადამიანი. სასტუმრო ვერ იხსნება იმის გამო, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მივმართავთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა”, – ამბობს სასტუმროს თანამშრომელი მედეა ტუღუში.

საგამოძიებო მოქმედებების გახანგრძლივების გამო, სასტუმროს ადმინისტრაციამ თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა, თუმცა დაპირდა, რომ სასტუმროს გახსნის შემთხვევაში ყველა მათგანი საკუთარ სამუშაო ადგილს დაუბრუნდება.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გასული წლის ნოემბერში გაჩნდა.

ხანძარს საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.