სასტუმრო „ჰუალინგთან“ ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
სასტუმრო „ჰუალინგთან“ ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.