სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს
სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

„აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს.

როგორც ნინო ზამბახიძემ განაცხადა, სასტუმრო ​ მიკროსაავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს იმ კოვიდპაციენტებისთვის, რომლებსაც ნაკლებად და სუსტად აქვთ გამოვლენილი დაავადება.

„ეს იყო ჩვენი ჯგუფის გადაწყვეტილება, რადგან გვქონდა კარგი გამოცდილება. პანდემიის პერიოდში „ჰოლიდეი ინი“ გახლდათ კოვიდის ზონა, სადაც შეგვეძლო კარანტინში მიგვეყვანა ადამიანები და დღეს უკვე ამ სასტუმრომ შეიძინა მსუბუქი ფორმის კოვიდინფიცირებულებისთვის მიღების სერვისიც. ეს ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის, ძალიან კარგია, ამავდროულად კომფორტულ გარემოს უქმნის იმ ადამიანებს, ვისაც სუსტად აქვს ეს დაავადება გამოვლენილი და შესაბამისად, არ შეუძლიათ თვითიზოლაციაში წასვლა, მაგრამ შეუძლიათ, იოლი ფორმებით, კომფორტულ გარემოში გადაიტანონ დაავადება“, – განაცხადა ზამბახიძემ.