სასტენდო სროლაში ჰეიდარ ალიევის გრანპრიში ქართველმა სპორტსმენმა მეორე ადგილი მოიპოვა
სასტენდო სროლაში ჰეიდარ ალიევის გრანპრიში ქართველმა სპორტსმენმა მეორე ადგილი მოიპოვა

სასტენდო სროლაში ჰეიდარ ალიევის გრანპრიში ქართველმა სპორტსმენმა, ლადო ნარჩემაშვილმა მეორე ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატი აზერბაიჯანში, გაბალაში გუშინ გაიმართა. პირველი ადგილი ბაჰრეინის სამეფოს წამომადგენელმა, მესამე კი აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა დაიკავა.

საერთაშორისო ტურნირში შვიდი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა. სპორტსმენები აზერბაიჯანში საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით იმყოფებოდნენ.