21 მაისს ქალაქ ოსიეკში ტყვიის და სასტენდო სროლაში ევროპის ჩემპიონატი იწყება #1TVSPORT
21 მაისს ქალაქ ოსიეკში ტყვიის და სასტენდო სროლაში ევროპის ჩემპიონატი იწყება #1TVSPORT

ტყვიის სროლაში, პნევმატური და სპორტული იარაღიდან, შეჯიბრება ერთად გაიმართება – პნევმატური სროლის ტურნირი პანდემიის გამო თებერვალში ვერ ჩატარდა და გადმოიტანეს იმ დროისთვის, როცა სპორტული იარაღიდან სროლაში შეჯიბრება იყო დაგეგმილი.

ეს არის ბოლო სალიცენზიო ტურნირი ევროპისთვის. ანუ ევროპელებისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრის ბოლო შანსია, ლიცენზია კი, სასტენდშიც და ტყვიის სროლაშიც ოლიმპიურ დისციპლინებში მხოლოდ თითო გაიცემა – მარტო ჩემპიონებზე. თუმცა იმოქმედებს ადგილმონაცვლეობის პრინციპი: გამარჯვებული უკვე ლიცენზირებული მსროლელი თუ გახდება, მაშინ საგზური მომდევნოს გადაეცემა; ისიც თუ ლიცენზირებულია, მაშინ – იმის მომდევნოს და ასე შემდეგ მანამ, ვიდრე ეს სია ულიცენზიო მსროლელამდე არ მივა…

ტყვიის სროლაში ჩვენი ნაკრები 6 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი – 3 გოგონა და ამდენივე ვაჟი, თუმცა ყველა უფროსებში გამოვა, რადგან ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც უკვე გადავიდნენ დიდებში. სასტენდო სროლაში 3 ჩუბინი გვეყოლება – სამივე ვაჟებში და მრგვალ სტენდზე. მესტედურები ხორვატიაში 23 მაისს გაფრინდებიან, რადგან ევროპის ჩემპიონატში თავიდან ტყვიის მსროლელები ჩაებმებიან, მესტენდურები კი ცოტა გვიან შეურთდებიან ევრობატალიებს.

21 მაისი ოსიეკში ოფიციალური მისროლის დღეა, 22-დან კი ევროპის ჩემპიონატს ახალგაზრდები გახსნიან. ჩვენები ჩემპიონატში 24 მაისს ჩაებმებიან, როცა 10-მეტრიან დისტანციაზე გოგონებიც იასპარეზებენ და – ვაჟებიც.

 

ტყვიის სროლა

ქალები: ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, ნინო ხუციბერიძე.

ვაჟები: ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, კაკო მოსულიშვილი

 

სასტენდო სროლა

ვაჟები: დავით ქვათაძე, გივი ქვათაძე, რომან გოგოლაძე