სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღონისძიებაში - „ნობათობა“ მიიღებენ მონაწილეობას
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღონისძიებაში - „ნობათობა“ მიიღებენ მონაწილეობას

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, „ბაზარი ორბელიანზე“ გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია – თაფლი, ღვინო, ყველი, მშრალი ხილი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვა.

„აღსანიშნავია, რომ „ნობათობის“ ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანზე“ უსასყიდლოდ უთმობს სივრცეს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს. ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობითაა დატვირთული, რაც სხვადასხვა ფორმატით – დეგუსტაციები, შეფების მასტერკლასები, ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობები – პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას გულისხმობს.

„ბაზარი ორბელიანზე“ არის ისტორიული ბაზრის განახლებული კონცეფცია, რომელიც ქართული წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.