სასჯელაღსრულების სამინისტრო - მსჯავრდებულებმა საკნების ფანჯრებში სანთლები წელსაც დაანთეს
სასჯელაღსრულების სამინისტრო - მსჯავრდებულებმა საკნების ფანჯრებში სანთლები წელსაც დაანთეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს​ ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებებში შობა აღნიშნეს. მათი ცნობით, მსჯავრდებულები, წინა წლების მსგავსად, წელსაც შეუერთდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინიციატივას და შუაღამისას საკნების ფანჯრებში სანთლები დაანთეს.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ ტაძრებში, მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. საშობაო წირვა აღევლინა N15 და N14 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, ასევე, ქალთა სპეციალური დაწესებულების სამლოცველოსა და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში.

ამასთან, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულები, წინა წლების მსგავსად, წელსაც შეუერთდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ინიციატივას და ღამის თორმეტი საათისთვის საკნების ფანჯრებში სანთლები დაანთეს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.