სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერებმა ჰიმნი შეასრულეს [ვიდეო]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად თბილისიდან რუსთავში მანქანების კოლონა ჩავიდა. ღონისძიებაში ნიკა მელიას მეგობრებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერებმა ჰიმნი შეასრულეს.

ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ნიკა მელიას გათავისუფლება.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ნიკა მელიას პატიმრობა მალე დასრულდება.

„პატიმრებს ყოველთვის სჭირდებათ დახმარება, განსაკუთრებით პოლიტპატიმრებს. დარწმუნებული ვარ, რომ ნიკას პატიმრობა, ისევე, როგორც გიორგი რურუასი მალე დასრულდება. დასრულდება ან ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ან ივანიშვილის მმართველობა დასრულდება მალე. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ბრუტალური თავდასხმისა და შტურმის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ათი ნაბიჯით უკან არის. ჩვენ მთელი წლებისა და ათწლეულებით ნაშენები საქართველოს რეპუტაცია ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა სასწორზე შეაგდეს ასე უპასუხისმგებლოდ და პრაქტიკულად დაანგრიეს. ადამიანურად მინდა, გავამხნევო ჩვენი მეგობრები, მას სიმტკიცე ვუსურვო, ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს აძლიერებს ადამიანს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.