სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ლევან ბეშკენაძესა და დავით ხუროძეს გამოძიება პატიმრების წამებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, 2010-2012 წლებში ბრალდებულები პატიმრებს, როგორც ე.წ. კარანტინის დაშლის, ასევე საკნებში ყოფნის დროს არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე არ აძლევდნენ უფლებას, ესარგებლათ სამედიცინო მომსახურებით.

სხდომაზე დაცვის მხარემ დაკავებულების გათავისუფლება 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ არსებობს როგორც მოწმეებზე ზეწოლის, ასევე მიმალვის საფრთხე და მათ პატიმრობა შეუფარდა.