საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართება
საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტს პირველად გამოსცემს.

ამ დროისათვის უცნობია, იქნება თუ არა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო.

მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით მოხდება, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.