საშობაო ლიტურგია სამების ტაძარში [ფოტო]

00:39, 07.01.2020

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს. საზეიმო ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სინოდის წევრებთან ერთად ატარებს.

ტრადიციულად, საშობაო ლიტურგიის წინ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.

საშობაო ლიტურგიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და პარლამენტის დეპუტატებიც ესწრებიან.

მსგავსი