საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში - ფოტოამბავი
საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში - ფოტოამბავი

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან ერთად აღავლინა. ტრადიციულად, მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გააცნეს, რომელშიც მისი უწმინდესობა მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და პარლამენტარები დაესწრნენ.

ფოტო: მირიან მელაძე