საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში [ფოტო]
საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში [ფოტო]

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია გაიმართა. საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჩაატარა. პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს მიმართა და დალოცა.

საშობაო ლიტურგიაზე მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირის საშობაო სიტყვა წაიკითხა.

„მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირის საშობაო სიტყვა წაიკითხა. საერთოდ, ეს ტრადიცია არის ეკლესიაში. ყოველ აღდგომას იკითხება იოანე ოქროპირის სააღდგომო სიტყვა და წელს იყო წაკითხული მისი საშობაო სიტყვა. ადრე არ წაგვიკითხავს არასოდეს და მგონი, ძალიან საინტერესო იყო“,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე დღეს გამოქვეყნდება.

„აუცილებლად გამოქვეყნდება ეპისტოლე დღეს“,- აღნიშნა არქიმანდრიტმა.

საშობაო ლიტურგიის გამო, 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა.