სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე, სასაზღვრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით, სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა.

პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ ყურადღება სასაზღვრო ავიაციის ოპერაციული შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა და პირად შემადგენლობას კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ავიაციის ექვსი წარმომადგენელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. მათ შორის, ორი თანამშრომელი სასაზღვრო პოლიციის სამკერდე ნიშნით „უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაჯილდოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ასრულებს რეისებს მესაზღვრეების როტაციისთვის, ასევე, მონაწილეობს საგანგებო სიტუაციით (მათ შორის, სტიქიური უბედურება, ხანძარი) გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში.

2020 წლის განმავლობაში, სასაზღვრო ავიაციამ მონაწილეობა მიიღო 21 სამაშველო ოპერაციასა და 24 სახანძრო დავალებაში. ადამიანების გადასარჩენად მფრინავებმა 65 საათზე მეტი, ხოლო ხანძრების ჩასაქრობად 218 საათზე მეტი იფრინეს.