სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პირველ მოადგილესთან ერთად, მესაზღვრეების გეგმიურ როტაციას დაესწრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი, პირველ მოადგილესთან, როლანდ კვაჭაძესთან ერთად, მესაზღვრეების გეგმიურ როტაციას დაესწრო და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამმართველოსა და სასაზღვრო სექტორებს, ჯუთასა და თრუსოს ეწვია.
დავით თამაზაშვილმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უწყების შესაძლებლობების გაძლიერებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სამმართველოსა და სექტორებზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მესაზღვრეების სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო და მათ სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული ერთგული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.