სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად დაბა ბაკურიანში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1982 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ი. დააკავეს.
ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ო.ი. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის – სამი პირის განზრახ მკვლელობისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.