სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

10:36, 10.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალესა“ და „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული ჯ.დ. და 1994 წელს დაბადებული ი.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული პირების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ქვეყნიდან იქნენ გაძევებულნი.

მსგავსი